2020-03-09

საერთაშორისო კონფერენცია „ახალი პრობლემები საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალთან მიმართებაში“

საერთაშორისო სამართლის ევროპული საზოგადოებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით იმართება საერთაშორისო  კონფერენცია: „ახალი პრობლემები საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და   ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალთან მიმართებაში“. კონფერენცია გაიმართება 26-27 ივნისს, თბილისში. კონფერენციის ძირითადი თემა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და   ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ურთიერთკავშირია. კონფერენციაში მონაწილოებას უცხოელი მკვლევარები, მოსამართლეები და იურისტები მიიღებენ,     საქართველოს გარდა, ასევე  სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. კონფერენციაზე მომხსენებლად მოწვეული არიან საერთაშორისო დონის ცნობილი მკვლევარ-იურისტები.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ ყველა დაინტერესებულ მკვლევარსა   და იურისტს საშუალება ეძლევა წარმოადგინოს მოხსენება კონფერენციით განსაზღვრულ თემატიკაზე. შემოთავაზებული აბსტრაქტების თეზისები (500-დან -1000 სიტყვამდე) მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაგზავნონ 5 აპრილამდე მისამართზე :  esil_tbilisi@yahoo.com    

გთხოვთ, თქვენი სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა და CV განათავსოთ თქვენს აბსტრაქტთან ერთ გვერდზე.

საბუთების მიღება

Print

« იხ. ყველა სიახლე