2017-02-27

საერთაშორისო სისხლის სამართალი: დისკუსია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი 27-28 თებერვალს სამუშაო შეხვედრას საერთაშორისო დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის თემას უძღვნის. დისკუსია, რომელიც ეროვნულ დონეზე მომუშავე პრაქტიკოსებისთვის საერთაშორისო (ძირითადად ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ) დანაშაულს დაეთმობა, თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტისა და Case Matrix Network-ის თანამშრომლობის ფარგლებში იმართება.

შეხვედრა თსუ I კორპუსის 115-ე აუდიტორიაში 27 თებერვალს 12:00-16:00 სთ, 28 თებერვალს კი 11:00- 16:00 სთ გაიმართება.
Print

« იხ. ყველა სიახლე