2009-12-09

ცხადდება კონკურსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის I-II-III სემესტრის მაგისტრანტთა და დოქტორანტთა საყურადღებოდ!

ცხადდება კონკურსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის I-II-III სემესტრის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.

სტიპენდიის მოსაპოვებლად საჭიროა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. განცხადება
2. CV
3. აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სასწავლო ბარათიდან)
4. პროფესორის სარეკომენდაციო წერილი
5. ერთი ნაშრომი, რომელიც, კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარებს.


საბუთები მიიღება 2009 წლის 26 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, 10-დან 17.00 საათამდე.
თსუ V კორპუსი, 320-ე ოთახი.…
Print

« იხ. ყველა სიახლე