ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად გენდერის კვლევაში მესამე ყოველწლიურ სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციაში. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც თსუ-ს ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. კონფერენცია გაიმართება ამა წლის
24 მაისს.
კონფერენცია კვლევითი-სამეცნიერო ხასიათისაა. მისი მიზანია სტუდენტური კვლევის წახალისება და მხარდაჭერა და სტუდენტთა შორის გენდერის კვლევებში აკადემიური დისკუსიის ხელშეწყობა. წლევანდელი კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა წარმოადგინოთ თავიანთი ნაშრომები ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შემდეგ საკითხებზე:
•
გენდერული თანასწორობის აღქმა - საზოგადოებრივი აზრის კვლევა
• გენდერი პოპულარულ კულტურასა და მედიაში
• სამართალი და რეალობა - ქალთა უფლებების დე ფაქტო და დე იურე მდგომარეობა საქართველოში
• ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა - ისტორია და აწმყო
კონფერენციის თარიღი:
24 მაისი 2017.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული
სააპლიკაციო ფორმა იხილეთ
ბმულზე.
აბსტრაქტი და სააპლიკაციო ფორმა უნდა გამოაგზავნოთ არაუგვიანეს
15 მაისისა, შემდეგ მისამართზე:
genderinstitute@tsu.ge