2016/2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველთა წერით ეტაპზე დარეგისტრირება იწარმოებს ელექტრონულად.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა არაუგვიანეს
ა/წ 29 თებერვლის 18:00 საათისა უნდა გააგზავნონ ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (ქართულ ენაზე) შემდეგ ელ-ფოსტაზე (სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი და სასურველი ენა: ინგლისური, გერმანული, იტალიური ან ესპანური):
languagetest@tsu.ge
ტესტირება გაიმართება 2016 წლის 2 მარტს 10:00-ზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).
აუცილებლად იქონიეთ თან პირადობის მოწმობა!
შენიშვნა: ტესტირებაზე არ დაიშვებიან სტუდენტები, რომლებმაც უცხო ენის ტესტი დაწერეს 2015 წლის 15 ოქტომბერს და 17 ნოემბერს და გადალახეს მინიმალური ზღვარი. აღნიშნულ სტუდენტებს კონკურსებში მონაწილეობა შემოდგომაზე ნაჩვენები შედეგით შეეძლებათ.