2011-03-04

ლატვიის საზაფხულო სკოლა

ლატვიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სტუდენტებისთვის სასწავლო პროგრამაში მო­ნაწილეობის მისაღებად სახელწოდებით ”სწავლა და გამოცდილების მიღება ბალტიისპირეთში: ბუნება, კულტურა და მინერალური წყლების საკურორტო ტურიზმი”. სწავლება განხორციელდება 2011 წლის 31 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით ლატვიის ქალაქ  ვალმიერასა და ესტონეთის ქალაქ პარნუში.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეობის მქონე კანდიდატებისთვის ხელმისაწვდომია ლატვიის ვიზების და გამოყენე­ბითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ორი სტიპენდია, რომელიც ფარავს: სასწავლო პროცესის ხარჯებს, დაბინავებას, კვებას, პრაქტიკული მეცადინეობებისა და მგზავრობის ხარჯებს ვალმიერადან პარნუში, სოციალურ და კულტურულ პროგრამებში მო­ნაწილეობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • რეზიუმე (CV);
  • სამოტივაციო წერილი;
  • პროგრამის შესაბამის სფეროებში მინიმუმ ბაკალავრის დიპლომის ასლი ნიშნების ფურცელთან ერთად. თუ სტუდენტი ჯერ ისევ ბაკალავრიატში სწავლობს, განაცხადის გაგზავნის მომენტისათვის არსებული აკადემიური მოსწრების დამა­დასტურებელი დოკუმენტაცია;
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი;

 
განცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 ივნისი.

 
სასწავლო სტიპენდიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ შემდეგი ვებგვერდი.
Print

« იხ. ყველა სიახლე