2012-12-27

ჩაიფიქრე ჩვენთან ერთად!

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გილოცავთ დამდეგ 2013 წელს და გეპატიჟებათ უნივერსიტეტში წინასაახალწლო ღონისძიებაზე.

რამდენიმე საათით ყველანი ვივიწყებთ გამოცდებს, კოლოქვიუმებს და შუალედურებს. რამდენიმე საათის განმავლობაში ყველა უნივერსიტეტელი ერთად მორთავს ნაძვის ხეს და ჩაუთქვამს სურვილებს, რადგან ყველა სურვილი აუცილებლად სრულდება, ყველა სურვილს მხოლოდ დრო და მონდომება სჭირდება.

პირველი კორპუსის ფოიეში უნივერსიტეტის ნაძვის ხე განთავსდება, რომელიც სურვილების ბარათებით იქნება მორთული. პარასკევს, 28 დეკემბერს, 14:00 საათზე, ერთობლივად ნაძვის ხის მორთვა დაიწყება. სტუდენტები ბარათებს ნაძვის ხის სათამაშოებით ჩაანაცვლებენ, ხოლო ბარათებზე სურვილებს დაწერენ. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყველაზე ორიგინალური და მოტივირებული სამი სურვილის ავტორს იუბილეზე გამოავლენს და სურვილს აუსრულებს.

შეიქმენი წინასაახალწლო განწყობა შენს უნივერსიტეტთან ერთად.

Print

« იხ. ყველა სიახლე