2013-05-15

ტრენინგები სტუდენტებისათვის

პროექტ "სტუდენტები სტუდენტებისთვის" გამარჯვებულები იწყებენ ტრენინგების ჩატარებას თსუ-ის სტუდენტებისათვის. ტრენინგების თემატიკა მრავალფეროვანია და სტუდენტებს საშუალებას მისცემს დამატებითი ინფორმაცია მიიღონ ან ახალი უნარ-ჩვევები შეიძინონ მათთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით.
ტრენინგების ერთი ნაწილი ჩატარდება მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში, მეორე ნაწილი კი 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში.
მიმდინარე სემესტრში ტრენინგები ჩატარდება შემდეგი განრიგით:

1.    სტერეოტიპებიდან მრვალფეროვნებამდე (ლელა ნიკოლაძე) – 20-21 მაისი
2.    ეფექტური პრეზენტაციის და საჯარო გამოსვლის ხელოვნება (ანა მიქიაშვილი) – 24 მაისი
3.    გარემოს დაცვა (ნათია ჯავახიშვილი) – 4 ივნისი
4.     კანონი და სამართალი ყოველდღიურ ცხოვრებაში (მაკა ბილანიშვილი, თეო ბარამიძე) – 7-8 ივნისი
5.     „არაბული გაზაფხული“ და რევოლუციების თეორია (ზაალ კვინჩია) – 10 ივნისი
6.    ოფიციალური დოკუმენტების მომზადება (ლიანა ჯაფარიძე) – 12-13 ივნისი


ტრენინგში მონაწილე სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს.

ტრენინგების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული: http://www.tsu.edu.ge/ge/departments/lll/1efjnx0t0eldjoh-k/
ან მოგვმართეთ აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრში: ილია ჭავჭავაძის გამზ, 3, თსუ მეორე კორპუსი, ოთახი 103. ტელ.: 222 36 52, ელფოსტა: tsulll@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე