2018-08-20

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად პორტოს უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად პორტოს უნივერსიტეტში (პორტუგალია).

განაცხადების მიღება იწარმოებს ა/წ 15 ოქტომბრამდე შემდეგი ვებგვერდის საშუალებით:
https://mobileunlimited.up.pt/

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში იმყოფებიან ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მაგისტრატურის პირველ, დოქტორანტურის პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრში, ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს.

მიმართულებები (ინგლისურენოვანი ან პორტუგალიურენოვანი):
https://mobileunlimited.up.pt/courses
სტუდენტები:
სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი, იურიდიული, ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები, მედიცინა
აკადემიური პერსონალი:
სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი, იურიდიული, ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები, მედიცინა
ადმინისტრაციული პერსონალი:
პერსონალის მართვა, საგარეო ურთიერთობები, ბიბლიოთეკა

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
•დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
•შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
•ფოტო
•პირადობის მოწმობის ასლი
•პასპორტის ასლი
•ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
•ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
•ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (FCE, IELTS, TOEFL - მინიმუმ B2 დონე, აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე) ან თსუ-ს მიერ 2017/2018 სასწავლო წელს ორგანიზებული ინსტიტუციური ენის ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა)
•CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
•მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, ავსებთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
•მასპინძელ უნივერსიტეტში ასარჩევი საგნების ჩამონათვალი (გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ ონლაინ აპლიკაციაში მოცემული ფორმა)
•ერთი სარეკომენდაციო წერილი (Support Letter; ინგლისურ ენაზე, პროფესორის ხელმოწერითა და ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული)
•სოციალურ-ეკონომიკური ან/ და ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში)
•ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (სავალდებულოა, მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
•მაგისტრის დიპლომი და დიპლომის დანართი (სავალდებულოა, დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
პერსონალი:
•ფოტო
•პირადობის მოწმობის ასლი
•პასპორტის ასლი
•ცნობა  პერსონალის მართვის სამსახურიდან სამუშაოს მოკლე აღწერილობით (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
•უცხო ენის (ინგლისური ან პორტუგალიური) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
•მხარდაჭერის წერილი მშობლიური უნივერსიტეტიდან (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
•მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, ავსებთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
•სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე, ავსებთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
•უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი

სტიპენდიის ხანგრძლივობა:

სტუდენტები: ერთი სემესტრი (2018/2019  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
პერსონალი: 5 სამუშაო დღე (2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები: ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება + საერთაშორისო დაზღვევის დაფინანსება
პერსონალი: 160 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება + საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის დაფინანსება

შერჩეულმა სტიპენდიატებმა (სტუდენტებმა) თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge

არასრული ან/და დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება!

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი 1.


Print

« იხ. ყველა სიახლე