2019-08-25

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი აცხადებს მიღებას

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში დაიწყო რეგისტრაცია თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 2019 წლის 2 სექტემბრიდან 25 სექტემბრის  ჩათვლით მისამართზე ჟ.შარტავას #41. კურსი უფასოა სტუდენტებისთვის, რომელთაც ძირითად და  მეორად სპეციალობად არჩეული აქვთ თურქოლოგია, იხდიან მხოლოდ სახელმძღვანელოს საფასურს, რომელიც 60 ლარს შეადგენს. სხვა დანარჩენი მიმართულების სტუდენტებისთვის კი სამთვიანი კურსის საფასური სახელმძღვანელოსთან ერთად შეადგენს 150 ლარს. რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი საბუთები: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ორი ცალი დოკუმენტის ფოტო. სტუდენტებმა ასევე უნდა წარმოადგინონ სტუდენტის ცნობა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 98 00 97.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.
Print

« იხ. ყველა სიახლე