2017-10-12
აფხაზური ზეპირმეტყველების შემსწავლელთა საყურადღებოდ!
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრში 2017 წლის
12 ოქტომბრიდან იწყება მსურველთა რეგისტრაცია აფხაზური ზეპირმეტყველების დაწყებით კურსზე. მეცადინეობები დაიწყება
1 ნოემბერს.
რეგისტრაციისთვის აუცილებელი მონაცემები: სახელი, გვარი, ფაკულტეტი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა გაგზავნეთ მისამართზე nino_berdznishvili@hotmail.com ან მიმართეთ შემდეგ მისამართზე: თბილისი. ჭავჭავაძის გამზ. №13. თსუ მე-8 კორპუსი, ოთახი 310. ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრი.
კურსს გაუძღვებიან ცენტრის თანამშრომლები ლეილა ავიძბა და ესმა კოკოსკერია.
საკონტაქტო პირი: ნინო ბერძნიშვილი. ტელ.: 2916026; ფაქსი: 2252348; მობ.: 599574682.
« იხ. ყველა სიახლე