ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სან–დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს ინიციატივით ტარდება ელექტრონული ტურნირი „მეცნიერების თასი-2017“. მონაწილეობა შესაძლებელია დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან.
- 10 დეკემბერი, 2016 - შესარჩევი ტური
- 17 დეკემბერი, 2016 - მეოთხედფინალური ტური
- 21 იანვარი, 2017 - ნახევარფინალური ტური
- 28 იანვარი, 2017 - ფინალური ტური (ჩატარდება თსუ-ში).
ოლიმპიადში მონაწილეობა
- ტურნირში მონაწილეობა უფასოა
- ტურნირში მონაწილეობა შეუძლია 1–5 მოსწავლისგან შემდგარ გუნდს
- სკოლიდან გუნდების რაოდენობა შეზღუდული არ არის
- ერთი მოსწავლე მონაწილეობს მხოლოდ ერთ გუნდში
- მონაწილეობის მსურველმა გუნდმა 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია.
გამარჯვებულებს ელით SDSU-საქართველოს და თსუ-ს მიერ დაწესებული პრიზები. ელექტრონული ტურნირის მხარდამჭერია ტემპუსის პროექტი
ARMAZEG. იხილეთ დეტალური
ინფორმაცია. ინფორმაცია ასევე მოგეწოდებათ რეგისტრაციის ფორმაში მითითებულ საკონტაქტო მეილზე.