2011-10-05
ორშაბათს 10 ოქტომბერს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტში გაიმართება პროექტის
„საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის გაძლიერება„ პრეზენტაცია.
პროექტი ხორციელდება
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტისა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ექსპერტული რესურსის გამოყენებით, მისი ფინანსური მხარდაჭერა კი
ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის საკოორდინაციო ბიუროს ეკუთვნის.
პროექტის მიმდინარეობისას მოხდება ევროპასთან ინტეგრაციის სფეროში მხარეებს შორის თანამშრომლობის განმტკიცება და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განისაზღვრება საერთო ინტერესთა სფეროები და შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ეფექტური თანამშრომლობის განსავითარებლად.
საწყისი ეტაპისთვის განსაზღვრულია იმ კანონპროექტებზე მუშაობა და ექსპერტული ანალიზის მომზადება, რომლებიც უკავშრდება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მომზადებულ რეკომენდაციებს
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.
პრეზენტაციის მსვლელობისას დაგეგმილია:
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
ბატონ დავით დარჩიაშვილის,
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ
ბატონ ალექსანდრე კვიტაშვილის,
ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორ
ქალბატონ ნინო ლაპიაშვილისა და
ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის საკოორდინაციო ბიუროს ხელმძღვანელის
ბატონ მატიას იობელიუსის სიტყვით გამოსვლა.
თარიღი: 10 ოქტომბერი
დრო: 13.00 საათი
მისამართი: თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი, ჭავჭავაძის გამზირი 3, თსუ მე-2 კორპუსი, მე-4 სრათული, ოფისი 406, თბილისი, საქართველო
საკონტაქტო პირები:
ირინა ცერცვაძე. ტელ: 5 99 56 07 45
ნინო ფარსადანიშვილი. ტელ: 5 99 65 95 77
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი
« იხ. ყველა სიახლე