შპაიერის უნივერსიტეტის (გერმანია) ორგანიზებით ხორციელდება პროექტი “SPEA on the Rhine 2014” თემაზე: „საჯარო პოლიტიკა და ადმინისტრირება გერმანიაში, ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში“. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც მაღალ დონეზე ფლობენ ინგლისურ ენას.
პროექტის ხანგრძლივობა - 1 თვე (13 მაისი-13 ივნისი, 2014).
განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა - 15 იანვარი, 2014. კანდიდატთა შერჩევა მოხდება 2014 წლის მარტში.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ გვერდი:
http://speaontherhine.weebly.com/course-schedule.html