2016-12-06
სამთვიანი სასწავლო სტიპენდია ზაარლანდის უნივერსიტეტში
თსუ-ის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს 2017 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ზაარლანდის (გერმანია) უნივერსიტეტში სამთვიანი სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ის ყველა ფაკულტეტის ბაკალავრიატის III, IV, V, VI სემესტრისა და მაგისტრატურის I სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც მინიმუმ B2 დონეზე ფლობენ გერმანულ ენას.
სტიპენდიის ხანგრძლივობა: სამი თვე
სტიპენდიის მოცულობა: 650 ევრო (თვიურად)
მობილობის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი (მინ. სამი თვე)
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
შენიშვნა:
სტიპენდიის ხანგრძლივობა: სამი თვე
სტიპენდიის მოცულობა: 650 ევრო (თვიურად)
მობილობის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი (მინ. სამი თვე)
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
- დაინტერესებულმა პირებმა ა/წ
16 დეკემბრის, 23:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სრული სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:dfronline_de@tsu.ge
- CV - გერმანულ ენაზე;
- მოტივაციის წერილი - გერმანულ ენაზე;
- გერმანული ენის ცოდნის (B2 დონე) დამადასტურებელი დოკუმენტი;
- რეკომენდაციის წერილი - ქართულ და გერმანულ ენაზე (რეკომენდატორის ხელმოწერით და ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული);
- ნიშნების ამონაწერი ფაკულტეტის დეკანატიდან (GPA-ის მითითებით) - ქართულ ენაზე;
- ბაკალავრიატში ან მაგისტრატურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა ფაკულტეტის დეკანატიდან - ქართულ ენაზე;
- დიპლომის და დიპლომის დანართის ასლი (ეხებათ მაგისტრატურის სტუდენტებს);
- პასპორტის ასლი
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო მგზავრობისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!!!
შენიშვნა:
- დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
- კონკურსზე არ დაიშვებიან ის სტუდენტები, რომელთაც 2016 სასწავლო წლისათვის მოპოვებული ჰქონდათ ზაარლანდის უნივერსიტეტის იდენტური სტიპენდიები!
« იხ. ყველა სიახლე