2014-10-03
მეორე საერთაშორისო კონფერენცია მედია სამართალში
8 და 9 ოქტომბერს დოიჩე ველე აკადემიის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი მეორე საერთაშორისო კონფერენცია მედია სამართალში : „მედიის კანონი 2014. ქართულ-ევროპული პერსპექტივები“ გაიმართება.კონფერენციას
8 ოქტომბერს, 10:00 საათზე საზეიმოდ გახსნის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი
ვლადიმერ პაპავა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და გერმანელი პროფესორები, სტუდენტები, ექსპერტები და ჟურნალისტები.
კონფერენციის ფოკუსია არა მარტო ცოდნის და გამოცდილების ტრანსფერი მედია სამართლის სფეროში, არამედ, დისკუსიის შედეგად, სამხრეთ კავკასიის მედია ლანდშაფტის განვითარებისთვის ერთობლივი ხედვის და სტრატეგიის შემუშავება. ღონისძიებაზე ექსპერტები განიხილავენ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: მედიის ფუნქცია თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში, ჟურნალისტების დაცვა ევროპის ადამიანთა უფლებების კონვენციის მეათე მუხლის ფარგლებში, მედია ორგანიზაციების იურიდიული განყოფილებში არსებული გამოწვევები, რეკლამა და სპონსორობა კერძო მაუწყებლობაში და სხვ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით დიოჩე ველე აკადემიის პროექტების კოორდინატორს საქართველოში, ამალია ოგანჯანიანს. ტელ: 558 499 587, ელ-ფოსტა: amalia.oganjanyan@dw.de .
კონფერენციის პროგრამა

« იხ. ყველა სიახლე