2020-02-27

გერმანელ მუსიკათერაპევტთა ვიზიტი და ლექცია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 2020 წლის 2-9 მარტს მასპინძლობს გერმანიის, აუგსბურგის უნივერსიტეტის პროფესორს, მუსიკათერაპევტს, სუზან მეცნერს და ბად ვალდზეეს სახელმწიფო სარეაბილიტაციო კლინიკის ხელოვნებითი თერაპიის განყოფილების გამგეს, ლიცენზირებულ მუსიკათერაპევტს, მარინა რაიდტ-ალთუნაშვილს.

 სუზან მეცნერი  3 მარტს ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „მუსიკათერაპიის  პრაქტიკული გამოყენების ასპექტები“ „Musictherapy – Insights into Fields of practice“. საჯარო ლექცია ჩატარდება თსუ, პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში. დასაწყისი: 17:00 საათი. დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. საჯარო ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე  უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულ ენაზე.

სამუშაო სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: სპეციალისტებს, ვინც იყენებს მუსიკას თერაპიის მიზნით, ასევე პრაქტიკის მქონე მომუშავე ფსიქოლოგებს, ენისა და მეტყველების თერაპევტებს, მუსიკის პედაგოგებს. სამუშაო ჯგუფში  20 ადგილია. მონაწილეები მიიღებენ სემინარზე დასწრების დამადასტურებელ სერტიფიკატს.

მუსიკათერაპია სხვადასხვა სომატური თუ ფსიქიკური პრობლემების მქონე ინდივიდების დახმარების გამოცდილი და ეფექტიანი საშუალებაა. საქართველოში მუსიკათერაპია სრულიად ახალი და მოთხოვნადი თერაპიული ტექნოლოგიაა, მაგრამ არ არსებობენ კვალიფიციური სპეციალისტები და ასევე არ არსებობს მათი მოსამზადებელი აკადემიური პროგრამები. 
4-6 მარტს სუზან მეცნერი და მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი ჩაატარებენ სამუშაო სემინარს- „შესავალი კურსი მუსიკათერაპიაში“.

დეტალური პროგრამა:

4 მარტი 
•მუსიკათერაპიის მეთოდების ზოგადი მიმოხილვა;
•ლექცია: თეორიული საფუძვლებიI ნაწილი;
•შემთხვევის გარჩევა: მუსიკალური თერაპია ბავშვებთან (აუტიზმი, განვითარებასთან და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები);
•ლექცია თეორიული საფუძვლები II ნაწილი;
•მუსიკალური თერაპია მოზრდილებთან დეპრესიული მდგომარეობის დროს;
•პრაქტიკა: იმპროვიზაციის ფორმები ჯგუფურ მუსიკათერაპიაში I;
•დღის რეფლექსია.

5 მარტი 
•მუსიკალური იმპროვიზაციით დღის დაწყება;
•ლექცია: თერაპიული ურთიერთობა;
•მუსიკალური თერაპია ონკოლოგიური პაციენტებთან;
•სემინარი: მუსიკათერაპიით გამოწვეულ ცვლილებებზე მოქმედი ფაქტორები და პროცესები;
•პრაქტიკა: იმპროვიზაციის ფორები ინდივიდუალურ მუსიკათერაპიაში;
•ლექცია და პრაქტიკული ვარჯიში: რეცეპტული მუსიკათერაპია;
•დღის რეფლექსია.

6 მარტი 
•დილის იმპროვიზაცია;
•ლექცია: კვლევები მუსიკათერაპიაში;
•პრაქტიკა: იმპროვიზაციის ფორმები ჯგუფურ მუსიკათერაპიაში II;
•დისკუსია და უკუკავშირი მონაწილეებთან;
•რეფლექსიური უკუკავშირი.

Print

« იხ. ყველა სიახლე