ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-11-20

თსუ პერსონალის საყურადღებოდ

გაცნობებთ, რომ სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიის მიღების უფლება და წარმოშობის უფლება  წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.

2013 წლის პირველი ნოემბრიდან  ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება (ამოქმედდება 2013 წლის პირველი დეკემბრიდან). კერძოდ,  მე-4 მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, საჯარო საქმიანობად ითვლება საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა).

კანონის განმარტებიდან გამომდინარე, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულ საპენსიო ასაკის  პირებს უფლება  აქვთ შრომის ანაზღაურებასთან ერთად  მიიღონ სახელმწიფო პენსია.

პირებმა, ვისაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი, უნდა მიმართონ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამისი რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრებს.

თსუ-ში საქმიანობის დამადასტურებელ ცნობებს გასცემს პერსონალის მართვის დეპარტამენტი  (თსუ I კორპუსი ოთახი №117).

















Print

« იხ. ყველა სიახლე