ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-02-20

2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის რიგგარეშე მობილობა

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შპს „თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის“ სტუდენტების რიგგარეშე მობილობისათვის ვაკანტური ადგილები, მიღების ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა განსაზღვრა თსუ-ს რექტორის ბრძანებით  N36/01-01, 18.02.2020

რიგგარეშე მობილობის ვადები:
• დოკუმენტაციის მიღება – 21-26 თებერვალი;
• ფაკულტეტის მიერ უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 27 თებერვალი-2 მარტი;
• მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება ( თანხმობა/ უარი) – 4-6 მარტი
• ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში - 10 მარტი.

რიგგარეშე მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი; 
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება
მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი კრედიტების აღიარების შემდგომ წერილობით ადასტურებს თანხმობას/უარს სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
 
საკონტაქტო ინფორმაცია:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი, ოთახი №208 (სტუდენტთა მომსახურების ცენტრი); ტელ.: (+995 32)  2 25 04 84 (შიდა -1723; 1725; 1727; 1730; 1732).

იურიდიული ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, ილ. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ 1 კორპუსი, ოთახი N118. ტელ.:(+995 32) 2 25 04 84;

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსი, III სართული, ოთახი №301; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 9740; 9741; 9739).

Print

« იხ. ყველა სიახლე