2012-09-25

პირველსემესტრელ მაგისტრანტთა საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ მაგისტრანტებისთვის 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ადმინისტრაციული რეგისტრაციის ბოლო ვადაა 28 სექტემბერი. 
აკადემიური რეგისტრაცია - 28 სექტემბერი - 1 ოქტომბერი.
სააუდიტორიო მეცადინეობები – 1 ოქტომბერი - 19 იანვარი.

(დასვენების დღეები - 1 – 2 ოქტომბერი)
სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგი ბანკების ნებისმიერ ფილიალებში:
•    ბანკი რესპუბლიკა
•    ლიბერთი ბანკი
•    თი ბი სი ბანკი
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურის აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე თსუ-ს რექტორის ბრძანება

იმ მაგისტრანტების საყურადღებოდ, ვინც 2012 წელს ჩააბარა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მაგისტრატურის ორ ან რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან ორი ან რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იხილეთ ბმული

Print

« იხ. ყველა სიახლე