2020-01-30
ცხადდება კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად მესინას უნივერსიტეტში (იტალია)
ცხადდება კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად მესინას უნივერსიტეტში (იტალია)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგი მიმართულებების აკადემიურ პერსონალს.
მიმართულებები: ისტორია, არქეოლოგია, ანთროპოლოგია
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი).
დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი უნდა გადმოგზავნონ ა/წ
14 თებერვლის 16:00 საათამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
outgoingmobility@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი;
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე არაუმეტეს ერთი გვერდისა);
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ფაკულტეტის დეკანის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე; ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული);
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან. წერილის მოსაპოვებლად CV და სამუშაო გეგმის მოკლე მონახაზი გადაუგზავნეთ მესინას უნივერსიტეტის თქვენი მიმართულების პროფესორს);
შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; მინიმუმ 8 საათიანი სალექციო დატვირთვა; ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული)
დანართი 1.
სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
5 სამუშაო დღე
დამატებითი ინფორმაცია:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება;
დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. ბმულები;
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
outgoingmobility@tsu.ge;
გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით.
« იხ. ყველა სიახლე