2015-11-04

თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და ჰამბურგის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი კონფერენცია.

5–6 ნოემბერს, 09:30 საათზე, თბილისში გაიმართება   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰამბურგის მაქს პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი კონფერენცია გაიმართება. ღონისძიება ტარდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.

კონფერენციის თემაა: „საკუთრება და სამართლებრივი სტაბილურობა: საკუთრების ცნების ტრანსფორმაცია“.
კონფერენციაზე მოწვეულნი არიან წამყვანი მეცნიერები გერმანიიდან, სლოვაკეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან  და შუა აზიის ქვეყნებიდან. აღსანიშნავია, რომ ეს საერთაშორისო კონფერენცია უკვე მეორე ღონისძიებაა, რომელიც ტარდება თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და ჰამბურგის მაქს პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის თანამშრომლობით. პირველი კონფერენცია ჩატარდა 2012 წლის ოქტომბერში ფოლკსვაგენის ფონდის ფინანსური მხარდაჭერი და ეხებოდა კერძო სამართლის განვითარებას   კავკასიასა და შუა აზიის ქვეყნებში.
კონფერენციის პროგრამა იხ. ბმულის სახით.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.amiranashvili@tsu.ge

მისამართი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, აუდიტორია #115


Print

« იხ. ყველა სიახლე