2016-12-16

დამატებითი კონკურსი ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს დამატებით კონკურსს თსუ დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის* სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში

ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (თურქეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ევროპული კვლევები, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ინგლისური ენა და ლიტერატურა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება, სოციოლოგია
http://www.metu.edu.tr/
რუსეს უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): იურიდიული
საკონტაქტო პროფესორი: ekolarov@uni-ruse.bg
https://www.uni-ruse.bg/en

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
მაგისტრის დიპლომი (ინგლისურ ენაზე)
მაგისტრის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე)
პასპორტის ასლი
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (B2 დონე)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
წინასწარი თანხმობა მიღებაზე (pre-acceptance) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან; ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის შემთხვევაში არ არის სავალდებულო აღნიშნული დოკუმენტის ქონა)

სტიპენდიების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:
თურქეთი : 800 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
ბულგარეთი: 750 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

დაინტერესებულმა სტუდენტებმა 2017 წლის 9 იანვრის 17 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge

შენიშვნა:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge

*სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას.


Print

« იხ. ყველა სიახლე