თსუ ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით
21 თებერვლიდან - 28 თებერვლის ჩათვლით ატარებს პროექტს - "ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა – 2019".
კონკურსის შედეგად შერჩეულ მონაწილეებს 8 დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ ლექციები და ვორქშოპები ქართველოლოგიური მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულებით:
- შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა - ელგუჯა ხინთიბიძე, გაგა შურღაია.
-
უახლესი ქართული ლიტერატურა - თამარ პაიჭაძე, კახაბერ ლორია, ზაალ ჩხეიძე;
-
ქართული ენათმეცნიერება - დარეჯან თვალთვაძე;
-
საქართველოს ისტორია და არქეოლოგია - ლ. გორდეზიანი, ვ. ლიჩელი;
-
ანტიკურობის რეცეფცია ქართულ ლიტერატურაში - ზ. ხინთიბიძე;
-
ქათული ფოლკლორი და საქართველოს ეთნოგრაფია - ქ. ხუციშვილი, ე. მაკარაძე.
-
ქართველოლოგია საზღვარგარეთ - ლ. ბაშალეიშვილი, ი. კოჯიმა
-
ფილოსოფია შუა საუკუნეების საქართველოში - ლ. გიგინეიშვილი
"ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა – 2019" - ის გახსნის ღონისძიება ჩატარდება
21 თებერვალს, 13:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII კორპუსში, 220-ე აუდიტორიაში.
პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება
28 თებერვალს, 13:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 202-ე აუდიტორიაში - შეჯამდება პროექტის შედეგები, გაიმართება მონაწილეთა საუკეთესო ნამუშევრების პრეზენტაცია. სეზონური სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები. გამორჩეული ნაშრომების ავტორებს „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია“ დააჯილდოებს ცნობილი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის სახელობის ფულადი პრემიით.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 202-ე აუდიტორია.