ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-12-12

უნივერსიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტისათვის ფაკულტეტების საბჭოების მიერ ხარჯების განხილვის გრაფიკი

ივანე ჯავახიშვილის სახლობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტების შემუშავება დასკვნით ეტაპზეა. მასში ფაკულტეტები აქტიურად არიან ჩართულები. კერძოდ, იურიდიული ფაკულტეტის საბჭომ 8 დეკემბერს განიხილა ფაკულტეტის ხარჯების პროექტი, რომელიც უნივერსიტეტის ბიუჯეტში უნდა აისახოს.  ხოლო 12-13 დეკემბერს აღნიშნული საკითხი განიხილება ეკონომიკისა და ბიზნესის, მედიცინის,  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების საბჭოებზე.
Print

« იხ. ყველა სიახლე