ვორქშოფის მიზანია, თსუ-ის ყველა ფაკულტეტის სტუდენტს გააცნოს თსუ-ის ფაბლაბში არსებული ტექნოლოგიები და მათი გამოყენების სპეციფიკა. ეს მათ საკუთარი ინოვაციური (ბიზნეს) იდეების გენერირების და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის დახმარებით პრაქტიკულად განახორციელების საშუალებას მისცემს.
თსუ სტუდენტები ვორქშოფის ფარგლებში:
მოისმენენ ინფორმაციას ფაბლაბების შესახებ;
გაეცნობიან თსუ ფაბლაბის ტექნოლოგიებს და იმ საინფორმაციო პროგრამებს, რომელთა ცოდნა აუცილებელია ფაბლაბის ტექნოლოგიებზე მუშაობისთვის;
მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას თითოეული ტექნოლოგიის (დანადგარის) მუშაობის პრინციპების შესახებ და პრაქტიკულად განახორციელებენ (ტექნიკოსის) დახმარებით საბაზისო აქტივობებს ცალკეულ დანადგარზე.
ვორქშოფის ხანგრძლივობაა 1 საათი, ერთი დღე დაეთმობა ერთი ფაკულტეტის სტუდენტებს, დღეში სამი ჯგუფი გაივლის ვორქშოფს. თითო ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა იქნება არაუმეტეს 25 სტუდენტისა.
1.ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი -
17 აპრილი;
2.ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი -
18 აპრილი;
3.იურიდიული ფაკულტეტი -
20 აპრილი;
4.ჰუმანიტარული და მედიცინის ფაკულტეტი -
23 აპრილი;
5.ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერების ფაკუტეტი -
24 აპრილი;
6.სოციალური და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი -
25 აპრილი.
მისამართი: უნივერსიტეტის ქ 2, თსუ მაღლივი კორპუსი, მესამე სართული, ფაბლაბი.
სარეგისტრაციო ფორმა
აქტივობები