15 მარტს, 16:00 საათზე, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გამართავს ტრენინგ-სემინარს - „ავტონომიისა და პასუხიმგებლობის დესკრიპტორთან დაკავშირებული სწავლის შედეგების სწავლება და შეფასება“. ტრენინგ-სემინარს გაუძღვება დანიელი ექსპერტი ალექსანდერ სიბონი.
თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში პერმანენტულად მიმდინარეობს
ტრენინგები და სემინარები აკადემიური პროგრამების განმახორციელებელთა და
დაინტერესებულ პირთათვის თსუ-ში აკადემიური პროგრამების სააკრედიტაციო
პროცესის მართებულად წარმართვისათვის. სემინარებს უძღვებიან თსუ ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები, სსიპ-განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრისა და უმაღლესი განათლების უცხოელი
ექსპერტები.
სემინარის სამუშაო ენა - ინგლისური.
ტრენინგი განკუთვნილია თსუ-ის აკადემიური პერსონალისათვის.
ტრენინგზე დამსწრეთა ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციისათვის გთხოვთ, მიჰყვეთ
ბმულს.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 202-ე აუდიტორია.