ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-10-18

"მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება:წარმატებული მოდელები და საქართველოს გამოწვევები"

19 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რიგით მე-9 ფორუმი "მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება:წარმატებული მოდელები და საქართველოს გამოწვევები" გაიმართება. 

ფორუმის    მუშაობაში   მონაწილეობას  მიიღებენ განათლების საერთაშორისო  ცენტრის,  საჯარო სამსახურის ბიუროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის და ასევე საქართველოში არსებული საჯარო მმართველობის სხვა სასწავლო ცენტრების წარმომადგენლები, საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, საჯარო მოხელეები და სტუდენტები.

ღონისძიებაზე მოხსნებით გამოვა გერმანიის შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის  წარმომადგენელი გერჰარდ ფუკნერი, რომელიც განმარტავს  მოცემულ საკითხს გერმანიაში არსებული გამოცდილებისა და ევროპული პრაქტიკის გადასახედიდან.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია
N06

დღის წესრიგი

Print

« იხ. ყველა სიახლე