2016-03-10

დალი ფარჯანაძის საჯარო ლექცია: დიმიტრი უზნაძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი და ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებელი

18 მარტს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი წარმოგიდგენთ ემერიტუს დალი ფარჯანაძის საჯარო ლექციას "დიმიტრი უზნაძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი და ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებელი".

ღონისძიება იმართება ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძეიბების ფარგლებში. დასწრება თავისუფალია

მისამართი: თსუ, ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, აუდიტორია #318 (დიმიტრი უზნაძის სახელობის აუდიტორია)




Print

« იხ. ყველა სიახლე