2014 წლის 4 აპრილს ”დასაქმების სააგენტო ეიჩარი” მართავს ყოველწლიურ დასაქმების ფორუმს თბილისში
ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომელთა წარმომადგენლები ღონისძიებაში მონაწილე აპლიკანტებს პირისპირ გაესაუბრებიან.
მესამე და მეოთხე კურსის და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს გიწვევთ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, რათა პოტენციურ დამსაქმებლებს გააცნოთ საკუთარი თავი და დაიწყოთ თქვენთვის სასურველი კარიერის შექმნა.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა
20 მარტი.
“დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ ქმნის ასევე რეზიუმეების ელექტრონულ ბაზას და აწვდის მას კომპანიებს, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნება ახალი ვაკანსიების შემთხვევაში. თუ გსურთ, რომ თქვენი მონაცემებიც მოხვდეს ბაზაში, უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე
http://www.hr.ge , ატვირთოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა და გამოეხმაუროთ ამ განცხადებას (Apply).