რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა
2013 წლის 12 ივნისს. კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2013 წლის 28 ივნისს 10:00 საათიდან, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ოთახი №114. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადად განისაზღვრა
2013 წლის 12 ივლისი 18:00 საათი. აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატთა შემოსული განცხადებების განხილვისა და კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატურის არჩევის დღედ განისაზღვრა
2013 წლის 16 აგვისტო.
კანდიდატებმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინონ:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
გ) უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმა და კონცეფცია;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ავტობიოგრაფია;
ე) 2 ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4–ზე;
ვ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
ზ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.