2018-07-11
ნორვეგიულ-ქართული სეზონური სკოლა - "კლიმატი და ამინდის ექსტრემალური მოვლენები - კლიმატური ტელეკონექციის უკეთ შესწავლის სარგებელი"
28 აგვისტო - 2 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება ნორვეგიულ-ქართული სეზონური სკოლა - "კლიმატი და ამინდის ექსტრემალური მოვლენები - კლიმატური ტელეკონექციის უკეთ შესწავლის სარგებელი". სეზონური სკოლის ლექტორები არიან ქართველი და ნორვეგიელი მეცნიერები, კერძოდ, თსუ-ს, ნანსენის გარემოსა და დისტანციური ზონდირების ცენტრის და ბერგენის უნივერისტეტის (ნორვეგია) თანამშრომლები.
სკოლა ეძღვნება ტელეკონექციას კლიმატურ სისტემებში, ანუ დედამიწის ერთ კუთხეში მიმდინარე კლიმატური ცვლილებები (მაგ. ტემპერატურის ცვლილება, არქტიკაში ყინულსაფარის ცვლილება) როგორ მოქმედებს დედამიწის სხვა ნაწილში კლიმატზე და როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის გამოყენება რეგიონალური კლიმატის პროგნოზირების გასაუმჯობესებლად.
სეზონური სკოლის ბენეფიციარები არიან როგორც ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები, ასევე დოქტორანტები და ახალგაზრდა მეცნიერები გეოგრაფიის, ეკოლოგიის, ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის და სხვა მიმართულების სტუდენტები.
სეზონურ სკოლაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა, გთხოვთ, შეავსოთ ანკეტა, დაურთოთ მოთხოვნილი დოკუმენტები და გააერთიანოთ საბუთები ერთ ფაილად pdf ფორმატში. ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი (სახელი_გვარი.pdf) და გაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე ერთდროულად - giorgi.chartolani@tsu.ge; dzagnidzesuliko@gmail.com; CC (Carbon Copy)-ს სახით. წერილის სათაური უნდა იყოს - ნორვეგიულ-ქართული სეზონური სკოლა. ანკეტის გაგზავნა შესაძლებელია
1 ივნისიდან - 27 ივლისამდე. გამარჯვებულ აპლიკანტებს ეცნობებათ
30 ივლისამდე ელ-ფოსტის საშუალებით.
« იხ. ყველა სიახლე