25 მაისიდან 28 მაისამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობისა და წიგნის მაღაზიის სტენდი თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალის განმავლობაში თსუ გამომცემოლობის წიგნებს მსურველები 60%-მდე ფასდაკლებით შეიძენენ.
28 მაისს, 12:00 საათზე სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისას“ გერმანულენოვანი, მიხაკო წერეთლისეული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება.
საფესტივალო ფასდაკლების კატალოგი
მისამართი: წერეთლის გამზ. 118, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“