გრძელდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად
ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში (საფრანგეთი) 2018/2019 სასწავლო წლისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს შემდეგი მიმართულებებიდან: ეკონომიკა, ბიზნესი, იურიდიული, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, ტურიზმი, გარემოს დაცვა, ენები (ინგლისური, ესპანური).
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სამუშაო გეგმა (თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული):
დანართი 1
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა
2018 წლის 12 ივლისის 16:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად) შემდეგ ელ-ფოსტაზე:
erasmusplus@tsu.ge
სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია 140 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო)
შენიშვნა:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
erasmusplus@tsu.ge