ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-12-02

ახალი ბერძნული ენის სასერთიფიკატო გამოცდა

არისტოტელეს სახელობის თესალონიკის უნივერსიტეტის ბერძნული ენის ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში 2011 წლის მაისში ჩატარდება ახალი ბერძნული ენის სასერთიფიკატო გამოცდები.

სასერთიფიკატო გამოცდის ჩაბარების  მსურველებს გთხოვთ, დაუკავშირდეთ ეკატერინე ქართველიშვილს ტელეფონზე: 893 49 00 18  ან ელფოსტით მისამართზე: katerinakarti@yahoo.com და მიაწოდოთ პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი) და დონე, რომელზეც  გსურთ გამოცდის ჩაბარება.

ინფორმაციას საგამოცდო განაცხადების შემოტანის ვადებთან და სხვა დამატებით დოკუმენტაციასთან დაკავშირებით გამოცდის ჩაბარების მსურველები მიიღებენ სპეციალური განცხადების საშუალებით.
Print

« იხ. ყველა სიახლე