2017-11-09
ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის (SKYE) კლუბი
ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის (SKYE) კლუბი წარმოადგენს ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებიც ფიქრობენ, რომ შესაძლებელია გარემოს უკეთესობისკენ შეცვლა და დარწმუნებული არიან საკუთარ შესაძლებლობებში. კლუბი უზრუნველყოფს ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ფორმირებას ლიდერობის, სოციალური ჩართულობის, მეწარმეობისა და დასაქმების მიმართულებით, რომელსაც უზრუნველყოფს პროექტის მენეჯმენტის, კომუნიკაციის, ტექნიკური, ინოვაციური და შემოქმედებითი კომპეტენციების გაძლიერების ხელშეწყობით. SKYE კლუბები მსოფლიოს 18 ქვეყანაში ფუნქციონირებს, მათ შორის 4 კლუბი საქართველოში - თბილისში და გურჯაანში.
პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision”-ის მხარდაჭერით.
კლუბი წარმოადგენს გრძელვადიან პროექტს, რომლის ფარგლებში 18-26 წლის ახალგაზრდები იკრიბებიან ყოველ შაბათს 15:00 საათზე (მის: რუსთაველის გამზ. №21) და მეგობრულ და ხალისიან გარემოში ივითარებენ პროფესიულ უნარებს.

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია, წარმოადგინოთ თქვენი მოტივაცია და დაასაბუთოთ რატომ გსურთ გახდეთ SKYE კლუბის წევრი.
განაცხადები მიიღება 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
განაცხადები მიიღება 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
« იხ. ყველა სიახლე