7-10 სექტემბერს თსუ-ში ჩატარდება მეორე საერთაშორისო კავკასიის სიმპოზიუმი „პოლიმერები და თანამედროვე მასალები“
სიმპოზიუმი ორგანიზებულია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერე¬ბათა ფაკულტეტის, მაკრომოლეკულების ქიმიის მიმართულების და პოლიმერებისა და პოლიმერული მასალების ინსტიტუტის მიერ.
თემის სათაურები და მოკლე თეზისები მოითხოვება მონაწილეობის მსურველებისგან (იხილეთ
Abstract Form and Requirements ვებ გვერდზე: /icsp2) თეზისების კრებულები გადმოცემულ იქნება შეხვედრისას. ავტორებმა უნდა გამოაგზავნონ თეზისის ელექტრონული ვა¬რიანტი ელექტრონულ ფოსტაზე (ინგლისურ ენაზე). წერილში ასევე მითითებული უნდა იყოს ავტორი ზეპირ მოხსენებას აკეთებს თუ სტენდის სახით.
სიმპოზიუმის ორგანიზატორებს უფლება აქვთ არ მიიღოს თეზისი თუ ის ზემოთ აღნიშნულ თემასთან კავშირში არაა. ავტორებს შეატყობინებენ მათი თეზისი მიღების შესახებ უმოკლეს ვადებში.
ორგანიზატორების თხოვნაა თეზისებთან ერთად გამოგზავნილ იქნეს სრული მოხსენებაც კონფერენციის წიგნში დასაბეჭდად (ინგლისურ ენაზე).
სიმპოზიუმი ჩატარდება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ი.ჭავჭავაძის პრ. 3,
რეგისტრაცია 25 ივლისამდე 2010
საკონტაქტო ინფორმაცია: 25 04 75; 898 50 11 86; icsp@tsu.ge