2015-07-07

კონკურსი „VICTORIA“ ლათინურ ენასა და ძველბერძნულ ენაში

22 ივლისს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი გამართავს  კონკურსს  „VICTORIA“ ლათინურ ენასა  და   ძველბერძნულ  ენაში.

ორი საუკეთესო კონკურსანტი დაჯილდოვდება მოგზაურობით ტაო-კლარჯეთში, მომდევნო ორ ადგილზე გასულებს გადაეცემათ ინსტიტუტის საგამომცემლო პროგრამის “ლოგოსის” ვაუჩერები “ლოგოსის” გამოცემების შესაძენად. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომებიც. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს (კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს მიეცემათ შედარებით რთული ტესტები).  შეფასება წარმოებს 100-ქულიანი სისტემით, ქულების მინიმალური ოდენობაა 71 ქულა. თუკი ყველაზე ძლიერი მონაწილე მხოლოდ 70 ქულას დააგროვებს, კონკურსს გამარჯვებული არ ეყოლება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  1. განაცხადი კონკურსში მონაწილეობის თაობაზე;
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. სტუდბილეთის (მოსწავლის ბილეთის) ასლი;
ამასთანავე, განცხადების ჩაბარებისას კონკურსში მონაწილეობის მსურველები შეავსებენ ანკეტას. საბუთების მიღება იწარმოებს 7-დან 18 ივლისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 11.00-17.00 სთ., ჭავჭავაძის გამზ. 13, თსუ VIII კორპუსი, III სართული.
 ს. ყაუხჩიშვილის სახ. ბიბლიოთეკა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ტესტების ნიმუშებს გაეცნონ შემდეგ საიტზე: www.greekstudies.tsu.ge. კითხვები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vakhtangr@gmail.com.

Print

« იხ. ყველა სიახლე