2010-09-14
სწავლის საფასურის ეტაპობრივი გადახდა
მიეცეთ უფლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური გადაიხადონ ეტაპობრივად, სამ თანაბარ ნაწილად, შემდეგ ვადებში:
თანხის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტებს მომდევნო რეგისტრაციის გავლის უფლება მიეცემათ/შესაბამისი აკადემიური ხარისხი მიენიჭებათ დავალიანების სრულად დაფარვის შემდეგ.
- სწავლის საფასურის პირველი ნაწილი − 2010 წლის 18 სექტემბრამდე;
- სწავლის საფასურის მეორე ნაწილი − 2010 წლის 12 ნოემბრამდე;
- სემესტრული გადასახადის მთლიანი დაფარვა − 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასესიო პერიოდის დაწყებამდე.
თანხის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტებს მომდევნო რეგისტრაციის გავლის უფლება მიეცემათ/შესაბამისი აკადემიური ხარისხი მიენიჭებათ დავალიანების სრულად დაფარვის შემდეგ.
« იხ. ყველა სიახლე