2017-10-05

თსუ აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები

თსუ აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტის წარმომადგენელთა ვაკანსიების შევსების მიზნით, აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები 2017 წლის 6 ოქტომბერს გაიმართება:

ა)ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 1 წევრი (2018 წლის 21 ოქტომბრამდე);
ბ)ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 1 წევრი  (4 წლის ვადით);
გ)ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 1 წევრი (4 წლის ვადით);
დ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 1 წევრი (4 წლის ვადით);
ე) იურიდიული ფაკულტეტი – 1 წევრი (4 წლის ვადით);
ვ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – 1 წევრი  (4 წლის ვადით).

ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ მოქალაქის პირადობის მოწმობის, პასპორტის, ან მართვის მოწმობის (დედანი) წარმოდგენის შემთხვევაში.

აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 18 სექტემბრის 10:00 საათზე და დასრულდება 2017 წლის 27 სექტემბერს 18:00 საათზე (10 კალენდარული დღე).

კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით, განაცხადები წარმოდგენილი უნდა იქნას ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  კანცელარიაში,   შემდეგ  მისამართზე: ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი  114.

წარსადგენი დოკუმენტაცია:
1.განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე;
2.მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
3.სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ან პროფესორის აკადემიური თანამდებობის დამადასტურებელი ცნობა;
4.ავტობიოგრაფია (CV).

არჩევნების პროცესზე დაკვირვების მიზნით ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან არჩევნების არა უგვიანეს 3 დღით ადრე მიმართონ დაწესებულების საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

იურიდიული პირი არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსს განახორციელებს მისი წარმომადგენლის მეშვეობით, რომელთა ვინაობა მიეთითება დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წარდგენილ განცხადებაში.

პირი არ დაიშვება დამკვირვებლად, თუ იგი არის:
ა)ასარჩევი კანდიდატი;
ბ)ადმინისტრაციული პერსონალი;
გ)იმ ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ამომრჩეველი, სადაც ითხოვს დამკვირვებლად მონაწილეობას.

საარჩევნო უბნები ფაკულტეტების მიხედვით:
1.ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - უნივერსიტეტის ქ. №2, X (მაღლივი) კორპუსი, აუდიტორია №206.
2.სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, VI კორპუსი, აუდიტორია №208.
3.ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, I კორპუსი აუდიტორია №211.
4.იურიდიული ფაკულტეტი - ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, II კორპუსი აუდიტორია №132.
5.ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი - ი. ჭავჭავაძის გამზ. №11 ბ, I I I კორპუსი აუდიტორია №109.
6.ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, I I კორპუსი აუდიტორია №220.

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს არჩევნებში რეგისტრირებული კანდიდატები ფაკულტეტების მიხედვით:
1.ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - ომარ ფურთუხია
2.ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - ნანა შათაშვილი
3.ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - ელგუჯა მექვაბიშვილი
4.იურიდიული ფაკულტეტი -ირინე ქურდაძე
5.ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - ქეთევან ნადირაძე
6.ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მარიკა ჯიქია
7.ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - ქეთევან ხუციშვილი
8.ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მაია მესტვირიშვილი
9.სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - ხათუნა მაისაშვილი



Print

« იხ. ყველა სიახლე