2015-09-04

საგანმანათლებლო პროექტი “შავი ზღვის ახალგაზრდა დიპლომატთა საზაფხულო სკოლა”

არასამთავრობო ორგანიზაცია „Global Society Builder Group” და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, გაეროს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მხარდაჭერით, აწყობს საგანმანათლებლო პროექტს “შავი ზღვის ახალგაზრდა დიპლომატთა საზაფხულო სკოლა”.

საზაფხულო სკოლის მთავარი თემა იქნება ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობები შავი ზღვის ქვეყნებს შორის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლი საერთაშორისო არენაზე. პროექტი ეძღვნება ბატონი ალექსანდრე რონდელის ხსოვნას. პროექტი ჩატარდება საქართველოში, ანაკლიაში 2015 წლის 16 სექტემბრიდან - 26 სექტემბრამდე.

შავი ზღვის ახალგაზრდა დიპლომატთა სკოლის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს: ლექციებს, დებატებს და სიმულიაციებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ექსკურსიები და ქართული კულტურის საღამო. მონაწილეებს მიეცემათ საშუალება შეხვდნენ საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პირებსა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენელებს. მოხარულები ვართ მოვიწვიოთ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები.

შერჩევის პროცესი: შეავსეთ აპლიკაციის ფორმა, გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: BSYDS2015@yahoo.com
 
მონაწილეობის მისაღებად სტუდენტი უნდა იყოს 18–დან 24 წლამდე და უნდა სწავლობდეს ზემოთ აღნიშნულ სპეციალობაზე (პოლიტიკური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, იურიდიული)

მონაწილეობა უფასოა, დაფარულია სასტუმროსა და კვების ხარჯები.

სამუშაო ენა: ინგლისური

აპლიკაციის შემოტანის ბოლო ვადა: 11 სექტემბერი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ტელ: +995 55 45 90 35 ელ. ფოსტა BSYDS2015@yahoo.com

Print

« იხ. ყველა სიახლე