ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-02-06

2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის გარე მობილობა

სტუდენტები, რომლებმაც სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონული პორტალის საშუალებით (www.eqe.ge) მოიპოვეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება, მომართავენ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში (ბრძ:№17/01-01, 22.01.2018)

მობილობის ვადები:

პროცედურული ვადები:
•დოკუმენტაციის მიღება – 6 – 8 თებერვალი;
•ფაკულტეტის მიერ უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება – 9 - 12 თებერვალი;
•მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება – 13 თებერვალი;
•ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 15 თებერვალი.

საგამოცდო ვადები (იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადმოსვლის მსურველებისათვის, რომლებსაც წინაპირობად აქვთ გამოცდის ჩაბარება):
•უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) - 9 თებერვალი (10:00 საათი);
•გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9 თებერვალი (17:00 საათი);
•გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 12 თებერვალი (9:00 სთ-დან – 13:00 სთ-მდე);
•აპელაციის შედეგების გამოცხადება - 12 თებერვალი (17:00 საათი);
•გასაუბრება სპეციალობაში  - 12 თებერვალი (14:00 საათი).
•საბოლოო შედეგების გამოცხადება – 12 თებერვალი (18:00 საათი).

ვაკანტური ადგილები:
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017–2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ თსუ-ს რექტორის ბრძანება №03/01-01, 09.01.2018

მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:

ა)განცხადება;
ბ)სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ)პირადობის მოწმობის ასლი;
დ)წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ)სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ)უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ)სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა.
ი)სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
კ)ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ლ)უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის  დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება
მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის ჩარიცხვის ბრძანების პროექტში მოხვედრის წინაპირობაა აღიარებული კრედიტების გაცნობის შემდეგ უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება – 2018 წლის 13 თებერვალი.
მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი კრედიტების აღიარების შემდგომ წერილობით ადასტურებს თანხმობას/უარს სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

Print

« იხ. ყველა სიახლე