იურიდიული ფირმა
„მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“ (MKD) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის საუკეთესო სტუდენტისათვის სტიპენდიის დაწესებას გეგმავს.
სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტმა წარმატებით უნდა გადალახოს რამდენიმე შესარჩევი ეტაპი. პირველ რიგში, სტუდენტთა შერჩევა მოხდება მათი აკადემიური მოსწრებისა და სამოტივაციო წერილის გათვალისწინებით. კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასულ სტუდენტებს გაესაუბრება კომისია, რომელიც მათგან შეარჩევს მხოლოდ ერთ სტუდენტს. გამარჯვებულს იურიდიული ფირმა „MKD“ დაუნიშნავს სტიპენდიას ერთი სასწავლო წლის ვადით.
7 ივნისს, 11:00 საათზე თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთო მიმართულების ბიბლიოთეკაში (II კორპუსი, I სართული) იურიდიული ფირმა „MKD“-ს წარმომადგენლები სტიპენდიასთან დაკავშირებით იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდებიან და წარუდგენენ პრეზენტაციას სტიპენდიის პირობებთან დაკავშირებით.