2019-04-05
„ქართული – ჩემი სახელმწიფო ენა“
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, თსუ ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, პროექტის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის [PITA]“ ფარგლებში (ხორციელდება გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ ამერიკის განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით), ტარდება კომპლექსური ღონისძიება: „ქართული – ჩემი სახელმწიფო ენა“. ღონისძიების ორგანიზატორები არიან:ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი; სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი; სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა; ენის ამერიკული ცენტრი (ALC); კრეატივის სკოლა.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მოიცავს რამდენიმე აქტივობას, მათ შორის ესეების, ქართული იდიომებისა და კალიგრაფიის კონკურსებს საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთათვის. ამ კონკურსების მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტთა ჩართულობის ხარისხის ამაღლება საუნივერსიტეტო და, ზოგადად, ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში; ინფორმირებულობის გაზრდა სახელმწიფო ენის შესახებ, ღირებულებათა სისტემის ფორმირება და ცნობიერების ამაღლება, კერძოდ: საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის დატვირთვა სახალისო-შემეცნებითი აქტივობებით; ქართული ენის შესწავლისადმი ინტერესის გაზრდა-გაღვივება; ქართული ენის პოპულარიზაცია. ღონისძიების სამიზნე ჯგუფი: ქართული ფილოლოგიისა და ქართულ ენაში მომზადების პროგრამის აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტები; სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელები; ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
ღონისძიება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
4 აპრილი:
ტრენინგების ციკლი მრგვალი მაგიდის ფორმატში 1+4 პროგრამის სტუდენტებისათვის:
12:00- 14:00 სთ.
ტრენინგი: ტერმინოლოგია და შემოქმედებითი წერა – ნინო სხირტლაძე, ლინდა გიორგაძე
მისამართი: თბილისი, ქეთევან წამებულის N55, თსუ VII კორპუსი, თსუ ახალგაზრდული ცენტრი.
14:00- 15:00 სთ.
ტრენინგი: ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული იდიომები – კოტე იანტბელიძე:
მისამართი: თბილისი, ქეთევან წამებულის N55, თსუ VII კორპუსი, თსუ ახალგაზრდული ცენტრი.
10 აპრილი:
13:00 -14:00 სთ.
ტრენინგი: ესეს სტრუქტურა – ნათია ფუტკარაძე, ანა თოდუა
მისამართი: თბილისი, ქეთევან წამებულის N55, თსუ VII კორპუსი, თსუ ახალგაზრდული ცენტრი.
14:00 – 15:00 სთ.
სამაგიდო ინტელექტუალური თამაშები: „ქართული იდიომები“ და „სიტყვობანა“
მისამართი: თბილისი, ქეთევან წამებულის N55, თსუ VII კორპუსი, თსუ ახალგაზრდული ცენტრი.
12 აპრილი:
12:00 – 13:00 სთ.
შემეცნებითი ლექცია: „ჩვენი სახელმწიფო ენა“ - ფილოლოგიის დოქტორი მარიამ მანჯგალაძე
მისამართი: თბილისი, ქეთევან წამებულის N55, თსუ VII კორპუსი, თსუ ახალგაზრდული ცენტრი.
13:00 –14:00 სთ.
ესეების კონკურსი: „ქართული – ჩემი სახელმწიფო ენა“
მისამართი: თბილისი, ქეთევან წამებულის N55, თსუ VII კორპუსი, თსუ ახალგაზრდული ცენტრი.
15 აპრილი:
14:00 სთ.
დასკვნით ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან თამაშის „ქართული იდიომები“, ესეებისა და კალიგრაფიის კონკურსებში გამარჯვებული სტუდენტები:
ესეების კონკურსში – „ქართული – ჩემი სახელმწიფო ენა“ – გამარჯვებულთა დაჯილდოება;
სპეციალურად ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისათვის შექმნილ თამაშში – „ქართული იდიომები“ გამარჯვებულთა დაჯილდოება; სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ ორგანიზებულ კალიგრაფიის კონკურსში – „ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად“ გამარჯვებულ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა დაჯილდოება.
მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია.
დასკვნითი ღონისძიების გეგმა: 1. მისალმება, კონკურსის ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენება – მარიამ მანჯგალაძე 2. ღონისძიების აღწერა, სტუმრების წარდგენა – რუსუდან ჭუმბურიძე 3. მისალმება: მიხეილ ბატიაშვილი (განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი), გია შარვაშიძე (თსუ რექტორი), ნანა გაფრინდაშვილი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი), ქეთევან ციხელაშვილი (შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი), გიორგი ალიბეგაშვილი (სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე), ლაშა ჯუღელი (საქართველოს გაეროს ასოციაცია), ქეთევან ჯაყელი (სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა). 4. პირველ ადგილზე გასული ესეს წარდგენა ავტორის მიერ. 5. კონკურსებში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება.
ღონისძიების საპატიო სტუმრები და მხარდამჭერები არიან:
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ირინე აბულაძე.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – ლია გიგაური.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე – გიორგი ალიბეგაშვილი.
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე – მანანა რატიანი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი – ქეთევან ჯაყელი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქართული ენის სამმართველოს უფროსი - მარიკა ოძელი.
USAID-ის ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი – თამარ სირბილაძე.
გაეროს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი – ლაშა ჯუღელი.
ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი – ნინო გოგოლაძე.
« იხ. ყველა სიახლე