2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საბაკალავრო/სამაგისტრო/დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის პროგრამებზე არსებული ვაკანტური ადგილები განისაზღვრა რექტორის 2014 წლის 23 ივნისის N96/01-01 ბრძანებით (
http://tsu.edu.ge/ge/juridical/orders/-kRrHRC7IDNOlnoUh/?p=1
).
ერთიანი ეროვნული/ საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე თსუ-ში მიღების წესი და მიღების წინაპირობები განსაზღვრულია აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის N49/2014 დადგენილებით
(
http://tsu.edu.ge/ge/juridical/axad_council_resolutions/2014/492014____//
).
2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საგამოცდო პერიოდი განისაზღვრა შემდეგნაირად (
ბრძ. №105/01-01, 10.07.2014):
ა) გამოცდა საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სწავლების ენაში - 14 ივლისი (10 საათი, ილ. ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ 1 კორპუსი, ოთახი 120 );
ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 15 ივლისი (10 საათი);
გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 16 ივლისი;
დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 17 ივლისი;
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე:
ტელ: +995 32 2 2539 71
თსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი.