ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-09-21

საერთაშორისო სიმპოზიუმი „აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი“

2020 წლის 23-25 სექტემბერს თსუ  შოთა რუსთაველის სახელობის  ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) თანამონაწილეობით, ატარებს მორიგ, მე-14 საერთაშორისო სიმპოზიუმს ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” თემაზე: „აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი“ (ეძღვნება გოგლას - გიორგი ლეონიძის ხსოვნას).


კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული საფრთხეების გამო, სიმპოზიუმის მუშაობა დაგეგმილია ონლაინ ფორმატში.

სიმპოზიუმზე იმუშავებს შემდეგი სექციები:

•  ისტორია და კოლექტიური მეხსიერება
•  ფოლკლორი - ნაციონალური იდენტობის საცავი
•  მითი, რიტუალი და სიმბოლო ფოლკლორსა და ლიტერატურაში
•  ფოლკლორული ჟანრები
•  ფოლკლორი და მხატვრული ტექსტი
•  თანამედროვე მითოლოგია და ლიტერატურული ზღაპარი
•  მუსიკალური ფოლკლორი
•  თანამედროვე ფოლკლორული ნარატივები (ურბანული მითები)
•  ფოლკლორი და გენდერი
•  ფოლკლორი - კულტურათაშორისი კომუნიკაციების საშუალება
•  ფოლკლორი და მოსაზღვრე სამეცნიერი დისციპლინები (ისტორია, ლიტერატურა, ეთნოლოგია)
•  ფოლკლორი და დიგიტალური ეპოქა
•  ციფრული ფოლკლორული არქივები და მონაცემთა ბაზები
•  საველე-შემკრებლობითი კვლევის პრაქტიკა
•  ფოლკლორი მედიასა და შემოქმედებით ინდუსტრიებში
•  ფოლკლორისტები: სახელები, ეპოქები, ღვაწლი

სიმპოზიუმის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.

სიმპოზიუმში მონაწილეობს 100-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნიდან (სულ - 12 ქვეყანა), მათ შორის: დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ლიეტუვა, ესტონეთი, თურქეთი, არაბეთის გაერთიანებული საემირო, ყაზახეთი, სომხეთი, უკრაინა, რუსეთი, აზერბაიჯანი; აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან.
ფორმატი გულისხმობს სიმპოზიუმის ყველა მონაწილის ონლაინ ინტერაქტიულ ჩართვას სიმპოზიუმის მუშაობაში. ამავე ფორმარტში გაიმართება სამეცნიერო ღონისძიების გახსნის ცერემონია 2020 წლის 23 სექტემბერს, 11:00 საათზე. 24, 25 სექტემბერს, 11:00 საათიდან  20:00 საათამდე სიმპოზიუმის სამეცნიერო სესიები მუშაობას ასევე  განაგრძობს ონლაინ რეჟიმში.

სამეცნიერო სიმპოზიუმის  შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: http://conference.litinstituti.ge/ka/
  













Print

« იხ. ყველა სიახლე