2019-09-24
სტუდენტთა რეგიონული სამეცნიერო კონფერენცია
,,ფილოსოფია და რელიგია“ იუნესკოს დადგენილებით ფილოსოფიური პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში (2002 წლიდან) ტარდება ,,ფილოსოფიის დღე’’ 2019 წლის 25-26 ნოემბერს (თსუ I კორპუსი, 212 აუდიტორია, 10:00 სთ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ატარებს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში
ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ სტუდენტთა რეგიონული სამეცნიერო კონფერენციას: ,,ფილოსოფია და რელიგია." კონფერენცია ეძღვნება ქართველი ფილოსოფოსის, კონსტანტინე კაპანელის დაბადებიდან 130 წლისთავს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- მოხსენების სათაური, მომხსენებლის სახელი და გვარი,
- აკადემიური სტატუსი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი
- მოხსენების თეზისები, ელექტრონული ვერსია.
გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.
კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: demuri.jalagonia@tsu.ge, არაუგვიანეს
2019 წლის 13 ნოემბრისა.
კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.
მის
ა
მ
ა
რ
თ
ი: ოთახი 205, თსუ ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 3.
ტელ :
599 257471
« იხ. ყველა სიახლე