2020-08-19
გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!
უცხო ენის მოქმედი საერთაშორისო სერტიფიკატების არქონის შემთხვევაში (აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე, B2 დონე), Erasmus+ თსუ-ის მიერ ადმინისტრირებულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ენის ინსტიტუციურ ტესტირებაზე ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში mobility.tsu.ge.
ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია დაიწყება
2020 წლის 31 აგვისტოს და გაგრძელდება 25 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით.
ტესტირების ჩაბარების უფლება აქვთ 2020/21 სასწავლო წელს სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე თსუ ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, მაგისტრატურის პირველი და მეორე, დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებს!*
ტესტირება ჩატარდება შემდეგ უცხოურ ენებში: ინგლისური, გერმანული, იტალიური, პორტუგალიური, ფრანგული, ბერძნული, ესპანური და თურქული.
ტესტირება გაიმართება
2020 წლის 5 ოქტომბერს, 10:00 საათზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).
*სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და ზედა სემესტების დოქტორანტების საყურადღებოდ:
დოქტორანტურის საფეხურის (მე-5 და ზედა სემესტრების) ის სტუდენტები, რომლებიც 6 სასწავლო სემესტრის განმავლობაში ვერ ახერხებენ სწავლის დასრულებას თემის სირთულიდან გამომდინარე, აღნიშნულის თობაზე ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში, დაიშვებიან ენის ტესტირებაზე. გთხოვთ, შესაბამისი ცნობა გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე reference@tsu.ge
არაუგვიანეს ა/წ 25 სექტემბრის 18:00 საათისა.
« იხ. ყველა სიახლე