ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-02-05

ცხადდება კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად დებრეცენის უნივერსიტეტში (უნგრეთი)

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
დებრეცენის უნივერსიტეტში (უნგრეთი)

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის მიმართულებებიდან. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 19 თებერვლის 16:00 საათამდე უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 
outgoingmobility@tsu.ge

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
 სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
 გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
 საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი);

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
 პასპორტის ასლი;
 ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
 CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
 მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
 ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
 წინაწარი მიღების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან);
 ფაკულტეტის დეკანის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე;  ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული); 
 შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; ერაზმუს+ ინსტიტუციური კოორდინატორის, თეა გერგედავას ხელმოწერით და უნივერსიტეტის ბეჭდით დამოწმებული): დანართი 1.
 

სტიპენდიის სავარაუდო ხანგრძლივობა:
10 დღე (2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი).

სტიპენდია მოიცავს:
 დღიური სტიპენდია დაბინავებისა და კვების ხარჯების დასაფარად, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
 შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები.

დამატებითი ინფორმაცია:
 დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება;
 დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
 გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით.
Print

« იხ. ყველა სიახლე