ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-05-27

ეროვნული ჯილდო თსუ-ის მეცნიერებს

დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კულტურისა და მეცნიერების მოღვაწეები დააჯილდოვა. მათ შორის: საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის ჩამოყალიბებისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიკოსი ლევან ალექსიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით; დიდ ადრონულ კოლაიდერზე ჩატარებული წარმატებული ექსპერიმენტისთვის ეროვნული პრემიის ლაურეატობის ვერცხლის მედლით პროფესორი ჯემალ ხუბუა; მედიცინის დარგში მიღწეული წარმატებისთვის ეროვნული პრემიის ლაურეატობის ვერცხლის მედლებით თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე და სრული პროფესორი რომან შაქარიშვილი.
ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებებს!

           

       ჯემალ ხუბუა                     ლევან ალექსიძე                რომან შაქარიშვილი          
ალექსანდრე ცისკარიძე

Print

« იხ. ყველა სიახლე